en
ge

პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის სასტიპენდიო პროგრამა

პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი აცხადებს კონკურსს აქტივისტებისთვის, ექსპერტებისთვის, მკვლევრებისთვის და ადამიანებისთვის, რომლებიც სამოქალაქო განვითარების პროექტებზე ან/და სოციალურ საკითხებზე მუშაობენ თავიანთ ქვეყანაში ან რეგიონში. სტიპენდია გაძლევთ შესაძლებლობას:
გამოიკვლიოთ გამოწვევები, შესაძლებლობები და ტრენდები, რომლებიც გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებზე თქვენს ქვეყანაში ან რეგიონში;
დაწეროთ ნაშრომი, ტრენინგ მოდული, პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას და/ან თქვენი ქვეყნის სამოქალაქო სექტორს სარგებელს მოუტანს.;
ჩამოაყალიბოთ და წარადგინოთ ახალი პროექტი.
წყარო: praguecivilsociety.org