en
ge

მსოფლიო ბანკი: ერთად ვიმოქმედოთ საქართველოში სიღარიბის აღმოსაფხვრელად

17 ოქტომბერს, სიღარიბის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ბანკმა გამოაცხადა კონკურსი პროფესიონალი და მოყვარული ფოტოგრაფებისთვის თემაზე: სიღარიბის სახე. ფოტოები თემატურად უნდა მიემართებოდეს სიღარიბეს საქართველოში. ფოტოგრაფებს გეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოთ საქველმოქმედო კამპანიაში, თქვენი ფოტოები, თუკი ისინი შერჩევის საბოლოო ეტაპს გაივლიან, გამოიფინება საქველმოქმედო ღონისძიებაზე და აუქციონის წესით გაიყიდება. საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა არ ითვალისწინებს თქვენს ანაზღაურებას.
წყარო: www.worldbank.org