en
ge

საგრანტო კონკურსი

  • გრანტი
  • გამომცხადებელი: ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი
  • დაწყების თარიღი: 31.10.2018
  • ბოლო ვადა: 10.11.2018
  • ბმული: http://jobs.ge/195049/
სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი" აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდება ახალგაზრდული ორგანიზაციების მიერ შემოტანილი საგრანტო პროექტები. კონკურსი ცხადდება პროექტის ფარგლებში - "ახალგაზრდობა ცვლილებისათვის: უკეთესი უნარები უკეთესი მომავლისათვის" - რომელსაც ფონდი ახორციელებს Save the Children International-თან პარტნიორობით. ხსენებული პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ევროკავშირის EU4Youth ინიციატივა. კონკურსს ფარგლებში საგრანტო პროექტების (წინადადებების) მიღება მოხდება ა/წ 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე). პროექტების ხანგრძლივობა განისაზღვრებამაქსიმუმ 10 თვე და უნდა მთავრდებოდეს 2019 წლის 1 ნოემბრამდე.
წყარო:jobs.ge