ევროპის ფონდის პროექტის - „ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა საქართველოში" ფარგლებში, ახალგაზრდული იდეის წევრები საქართველოდან, აფხაზეთიდან და ბოსნიასა და ჰერცეგოვინადან სარაევოში, ლიდერების კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს. მონაწილეებმა შეხვედრაზე პროექტის განვლილი საფეხურები შეაფასეს და ერთმანეთს განხორციელებული ადგილობრივი ინიციატივებიდან მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.