შიდა ქართლი. 5 ოქტომბერს, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის" მიერ შექმნილი გარემოს დაცვის კლუბების (გორის მუნიციპალიტეტის რვა საჯარო სკოლის კლუბები) აქტიური წევრები, რომლებიც ემზადებიან მოსწავლეთა კონფერენციისათვის გარემოს დაცვის საკითხებში, იმყოფებოდნენ საველე გასვლაზე ატენის ხეობის ტყის მასივში.