თბილისი. „ჰელფინ ჰენდმა" და აშშ–ს მშვიდობის კორპუსის მოახლისეებმა მოამზადეს სახელმძღვანელო – „მოხალისეთა რეკრუტირება და მართვა", რომლის მიზანია დაეხმაროს ორგანიზაციებს მოხალისეთა მოზიდვის, შერჩევის, სწავლებისა და მართვის პროცესში.
იმერეთი. ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში სადისკუსიო კლუბი დაფუძნდა.
კახეთი. სათემო განვითარების ცენტრი სოფელ ნაფარეულში სათემო განათლების ცენტრს დააფუძნა, რომელიც სოფლის მაცხოვრებლებს სხვადასხვა ტიპის ტრენინგსა და სასწავლო კურსს შესთავაზებს.
კახეთი. 7-8 ოქტომბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არასამთავრებო ორგანიზაცია „მედია პორტალმა" ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტებს ახალი ამბების გაშუქების ტრენინგი ჩაუტარეს, რომელსაც ჟურნალისტი ნანა საჯაია უძღვებოდა.
შიდა ქართლი. საზოგადოება „ბილიკი" დღეიდან საშემოდგომო კვირეული იწყებს, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია საინფორმაციო, შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები.
გურია. 7 ოქტომბერს გურიის ახალგაზრდულმა რესურსცენტრმა მცირე ბიზნესის მართვის სასწავლო პროგრამის მეორე რაუნდი დაიწყო გურიის რეგიონში მცხოვრებ პირობითმსჯავრდებულთათვის.
შიდა ქართლი. გორში ცენტრი „აფხაზეთის" მიერ განხორციელებული „დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი" პროექტის ფარგლებში 20-მდე პირობითმა მსჯავრდებულმა დაიწყო მეორადი პროფესიის შესწავლა სახელმწიფო კოლეჯ „განთიადში".
თბილისი. მხოლოდ ერთი დღით, 2 ნოემბერს, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ საშუალება შეხვდენენ 26 ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია აშშ–ში სწავლის გაგრძელების, სტიპენდიების, ჩარიცხვის კრიტერიუმებსა და სხვა საკითხებზე.
შიდა ქართლი. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი" აგრძელებს მუშაობას პროექტის -„ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების" ფარგლებში.
თბილისი. 3 ოქტომბერს საზოგადოებრივი ინიციატივების ცენტრი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიულ დახმარების საკითხთა სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულების პატიმრებს შეხვდა.
გურია. გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში, საქართველოს არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მსჯავრდებულთა საზოგადოებაში ინტერგრაციისა და დანაშაულის პრევენციის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში 60-მდე პირობით მსჯავრდებულებს ტრენინგები ჩაუტარდებათ.
სამეგრელო. შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო, სასწავლო უნივერსიტეტში კოალიციური პროექტის – „საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული თვითმმართველობისათვი" – წარმომადგენლება საჯარო ლექცია ჩაატარეს.
ქვემო ქართლი. 30 სექტემბერს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სიქას კოორდინატორმა ტრენინგი ქვემო ქართლის სასკოლო სამოქალაქო კლუბის წევრებს ჩაუტარა.
კახეთი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუმა, კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე ფინანსური მენეჯერებისა და იურისტებისათვის სასწავლო ტრენინგი ჩაატარა.
შიდა ქართლი. 28 და 29 სექტემბერს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ორგანიზებით გორში გაიმართა ტრენინგები დისკრიმინაციის აკრძალვის და პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების შესახებ.
თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის წარმომადგენლები გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდნენ.