თბილისი. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" - ფარგლებში, რომელსაც საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB Georgia) მართავს, ასოციაცია „ანიკა" ახორციელებს პროექტს - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა პერსონალური ასისტენტის სერვისი”.