საქართველოში 15-დან 69 წლამდე ასაკის ყოველ მე-2 ქალს სიცოცხლის განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა.
საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის ერთი ფორმა მაინც გამოუცდია, ყოველ მე-4 ქალს კი სექსუალური შევიწროების გამოცდილება აქვს. ყოველი მე-4 ქალი ძალადობის მსხვერპლი უშუალოდ პარტნიორის მხრიდან გამხდარა.
გენდერული დეზინფორმაცია ცრუ ან შეცდომაში შემყვანი იმგვარი ინფორმაციაა, რომელიც გენდერსა და იდენტობაზეა დაფუძნებული. მისი მსხვერპლი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი გახდეს, ვინც პოლიტიკურად თუ სოციალურად აქტიურია.
თბილისი. საიამ გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“.
18 ივნისს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით თსუ-ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გამართავს I სტუდენტურ კონფერენციას თემაზე „კიბერუსაფრთხოების გენდერული განზომილება".
სრულად.
თბილისი. 30 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის კლიმატის ჰაბში ჩატარდა სემინარი თემაზე: გენდერულად ტრანსფორმაციული კლიმატის ცვლილებისა და კატასტროფების რისკის შემცირების პოლიტიკა საქართველოში.
თბილისი.23-24 მარტს, განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმამ ლიდერ ქალთა ფორუმს პროექტის “ეთნიკური უმცირესობის ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები” ფარგლებში უმასპინძლა.
იმერეთი. სამეცნიერო-ინტელექტუალურმა კლუბმა „თაობათა დიალოგმა“ USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში "ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კვირეული" გამართა.
თბილისი. გლობალური ინიციატივის – „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ – მხარდასაჭერად გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქართული საფინანსო სექტორი გააერთიანა.
თბილისი. დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო (MFA) და მასში შემავალი ევროპის სამეზობლო დეპარტამენტი (EUN), გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ ოფისთან ერთად, იწყებს პროგრამას „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“.
თბილისი. ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით საფრანგეთის საელჩო ეწვია ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარს, სადაც გაიმართა შეხვედრა ძალადობის მსხვერპლთა ეკონომიკურ რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.