თბილისი. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობისას ფინანსურ გამჭვირვალობას, მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის გაზრდისა და აჭარის ტელევიზიისათვის საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსის მინიჭებას განიხილავდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები და დაინტერესებული პირები. შეხვედრა კოალიციის მედია ადვოკატირებისთვის ინიციატივით, 10
იანვარს, გაიმართა.
მწვავე დისკუსია, სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესმა გამოიწვია. ყველაზე დიდი დროც ამ საკითხს დაეთმო. კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 9-მდე უნდა შემცირდეს. საიდანაც 3-3 წევრი საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის კვოტით აირჩევა და მათ პარლამენტი უმრავლესობით დაამტკიცებს, 2 წევრს სახალხო დამცველი დაასახელებს. მეცხრე კანდიდატი კი, ავტომატურად აჭარის ტელევიზიის წარმომადგენელი იქნება. ცვლილების მიხედვით, საბჭოს წევრებს პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ უნდა დაუჭიროს მხარი.
დისკუსიის მონაწილეთა ნაწილი არ ეთანხმებოდა იმ მოსაზრებას, რომ საბჭოს კანდიდატები პოლიტიკური ჯგუფების კვოტების მიხედვით უნდა აირჩნენ. მათი აზრით, ეს უფრო გაზრდის პოლიტიკოსების გავლენას საზოაგდოებრივ მაუწყებელზე.
კანონპროექტის ავტორების თქმით კი. აბსოლუტურად პოლიტიკური გავლენებისაგან დაცული საბჭო ვერ იქნება, რადგან მას პარლამენტი ირჩევს. საბჭოს დამოუკიდებლობას მათი აზრით, სახალხო დამცველის მიერ დანიშნული წევრები უზრუნველყოფენ.
სრულად
წყარო: www.media.ge