სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, 26 ივნისს Zoom პლატფორმის საშუალებით მართავს საკონსულტაციო შეხვედრას მათთვის, ვისაც ფონდში პროექტის შეტანა სურს.
შეხვედრაზე მოკლედ იქნება განხილული ფონდის პრიორიტეტები და პასუხი გაეცემა დაინტერესებული მხარეების კითხვებს.
თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი , 1 ივლისს, გამართავს კონფერენციას: „რა გავლენა აქვს სიღარიბესა და სოციალური დაცვის სისტემას დემოკრატიის ხარისხზე საქართველოში“.
26 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია პარტნიორ ორგანიზაცია Defood-თან ერთად ჩაატარებს ვებინარს თემაზე: ექსპორტის შესაძლებლობა პოლონეთში ციფრული პლატფორმის საშუალებით.
სრულად.
UNDP-ის გლობალური გამოკითხვა "Peoples Climate Vote" მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური საზოგადოებრივი აზრის კვლევაა კლიმატის კრიზისის შესახებ.
2024 წლის კვლევა 77 ქვეყანაში ჩატარდა და შესაბამისად, მსოფლიოს მოსახლეობის 87 პროცენტის მოსაზრებებს წარმოადგენს.
ევროკომისიის მიერ შექმნილი “სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტისა (AI) და მონაცემების გამოყენების ეთიკური გზამკვლევი” უკვე ხელმისაწვდომია ქართულ ენაზე.
გზამკვლევი განკუთვნილია დაწყებითი და საშუალო სკოლის პედაგოგების და განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის, რომლებსაც ციფრული განათლების მცირე გამოცდილება აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ.
სამცხე–ჯავახეთი. 11-15 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ერთობლივი საერთაშორისო-სასერტიფიკატო კურსის “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის” დასკვნითი, ორი ორდღიანი სემინარი.
CsoGeorgia.org საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ყოველ ხუთშაბათს კვირის საგრანტო კონკურსების, სტიპენდიების, ვაკანსიებისა და ტენდერების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს.
თბილისი. 20 ივნისს, 16:00 საათზე კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მართავს ვებინარს სსო–ებისა და ახალგაზრდებისთვის ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაძლებლობებზე.
თბილისი. 14 ივნისს თბილისში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გამართა ფორუმი - „სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს გაძლიერება - გამოცდილების გაზიარება და სამომავლო პერსპექტივები“.