en
ge

კამპანიის „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ“ მონაწილეები პრემიერის განცხადებას პასუხობენ

თბილისი. კამპანიის – „ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ" – მონაწილეები ეხმაურებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ე.წ. „ორგასაღებიან სისტემასთან” დაკავშირებით. „ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „მობილური ოპერატორები სამივე შემთხვევაში არის უცხოური კომპანიების მფლობელობაში და არც ერთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფოს ინტერესებს იცავენ, ამგვარი ტიპის მოწყობა არ არსებობს."... პრემიერმინისტრის აღნიშნული განცხადება წარმოადგენს არასწორ ინფორმაციას, ვინაიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში გასაღები სწორედაც რომ მობილური ოპერატორების ხელშია. ... მოვუწოდებთ, საქართველოს პრემიერმინისტრს გაითვალისწინოს ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები, რომლებიც ეყრდნობიან ევროპაში უკვე დიდი ხნით არსებულ პრაქტიკას და გასაღები გატანილი იქნას შინაგან საქმეთა სამინისტროდან. ასევე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ გადაავადოს გასაღებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების საკითხი 2014 წლის 1 აპრილამდე", ნათქვამია კამპანიაში მონაწილე ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)