en
ge

„მოქალაქეთა ჩართულობა ბათუმის განაშენიანების დაგემვის პროცესში“

აჭარა. 30 ოქტომბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, სამოქლაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო განხილვა. შემდეგ თემაზე – „მოქალაქეთა ჩართულობა ბათუმის ტერიტორიების განაშენიანების დაგემვის პროცესში". შეხვედრა მიზნად ისახვადა თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას ურბანულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე მოსახლეობის მხრიდან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღება/შემუშავებას. საჯარო განხილვაში მონაწილეობდნენ: ადგილობრივი მოსახლეობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე ურბანისტები და არქიტეტქტორები.
აღნიშნულ შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტმა წარმოადგინა 13 საჯარო შეხვედრის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელიც გულისხმობდა მოსახლეობის მხრიდან პრიორიტეტების მინიჭებას იმ პროგრამებისთვის, რაც თვითმმართველმა ქალაქმა 2013 წლის ბიუჯეტის გაწერისას უნდა გაითვალისწინოს.
ღონისძიება ჩატარდა USAID-ის პროგრამა: „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3), ადგილობრივი მთავრობის კომპონენტი (C2), ფინანსური მხარდაჭერით.
 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023