en
ge

საქველმოქმედო კონცერტი შშმ ბავშვების დასახმარებლად

თბილისი. 3 დეკემბერს, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, გაიმართება ანსამბლ „სუხიშვილების" საქველმოქმედო კონცერტი, მიძღვნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღისადმი.საქველმოქმედო კონცერტს წარმოგიდგენთ თენგიზ სუხიშვილის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯი საქართველო".შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციაში „პირველი ნაბიჯი საქართველო" და მთლიანად მოხმარდება შინ მოვლის პროგრამაში ჩართულ მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.ბილეთები იყიდება რუთაველის თეატრის სალაროსა და www.biletebi.ge - ზე.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)