en
ge

შშმ პირთა საერთაშორისო დღე ბათუმში

აჭარა. 3 დეკემბერს, ბათუმის პრესკაფეში, ახალგაზრდული ორგანიზაცია „არტ ვეისა" და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" ერთობლივი ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა სახელწოდებით – „სამკუთხედი", მიზნად ისახავდა აუდიტორიისთვის ინფორმაციის მიწოდებას თუ რა როლი აკისრია შშმ პირთა ინკლუზიის პროცესში სახელმწოფოს, საზოგადოებას და უშუალოდ შშმ პირთა თემს. აღნიშნული შეხვედრა შშმ პირთა საერთაშორისო დღეს – 3 დეკემბერს მიეძღვნა. შეხვედრაზე საუბარი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და დისკრიმანციული ტერმინების გამოყენებას შეეხო. არაადაპტირებული გარემო, დასაქმების საკითხების მოუგვარებლობა და ქართული საკანონმდებლო აქტების საერთაშორისო აქტებთან ჰარმონიზაცია შშმ პირთა მხრიდან დღემდე აქტუალურ პრობლემად სახელდება. შეხვედრას ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სამთავრობო უწყებებისა და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შშმ პირთა საერთაშორისო დღემსპფლიოში 1992 წლიდან, ხოლო საქართველოში 1995 წელიდან აღინიშნება.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023