თბილისი. ქალთა მოძრაობა, დღეს, 10 დეკემბერს პარლამენტს წარუდგენს კამპანიის „ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე" – ფარგლებში შექმნილ და ხელმოწერილ პეტიციას.
ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად 25 ნოემბერს, საქართველოს 23 -ზე მეტ ქალაქში ქალთა მოძრაობამ აქციები გამართა, ამავე დღეს დაიწყო ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრას და რომლის ადრესატიცაა ხელისუფლების სამივე შტო. ამ დროისათვის პეტიციაზე 6000-მდე ხელმოწერაა და 6 ძირითად რეკომენდაციას მოიცავს.
წყარო: ქალთა მოძრაობა