თბილისი.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, „ბუქ სითიში" საჯარო ლექციების სერია გრძელდება. ლექციები გენდერული თანასწორობის და ქალთა საკითხებს ეხმაურება. 11 დეკემბერს, ფსიქოლოგმა ლიკა ბარაბაძემ ისაუბრა თემაზე: „ქალის სექსუალობა: ორმაგი სტანდარტი, აკრძალვა და ტაბუ".
ლექციები ტარდება პროექტის - „გენდერულად სენსიტიური ინფორმაცია გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში" - ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ შვედური ორგანიზაციის „კვინა ტილ კვინა” ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში