en
ge

ახალციხეში სოლიდარობის აქცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთი. სოლიდარობის გლობალურ კამპანიას - „მე ვარ შარლი", რომელიც ფრანგულ სატირულ ჟურნალზე თავდასხმის გამო მთელს მსოფლიოში გაიმართა, ახალციხეც შეუერთდა. აქცია რეგიონულმა გაზეთმა „სამხრეთის კარიბჭემ" სოციალური ქსელის მეშვეობით დაგეგმა.
ტრასფარანტებით: „მე ვარ შარლი ებდო", „ჩვენ ვგმობთ ძალადობას", ჟურნალისტებთან ერთად მომხდარი დაგმო და ფრანგ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: „ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა"; „დემოკრატ მესხთა კავშირმა" და ორგანიზაციის ბაზაზე არსებულმა ახალგაზრდული კლუბის წევრებმა; სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის თანამშრომლებმა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023