en
ge

გამოფენა ახალციხეში: „სახელმწიფო და ძალადობა“

სამცხე–ჯავახეთი. თემაზე – „სახელმწიფო და ძალადობა", ახალციხეში სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე სამცხე–ჯავახეთის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეების ნახატები იყო წარმოდგენილი. 24 ნამუშევრიდან ჟიურიმ ოთხი საუკეთესო შეარჩია. გამარჯვებულ ავტორებს პრიზები გადაეცათ.
ნამუშევრები ძირითადად ოჯახში ძალადობის თემატიკას ეხებოდა. ავტორების უმრავლესობა აქცენტს ბავშვებზე აკეთებდა. მოსწავლეებმა სცადეს ეჩვენებინათ, რომ ოჯახში ძალადობისას განსაკუთრებით ბავშვები ზიანდებიან.
პროგრამაში სამცხე–ჯავახეთის 42 სკოლა იყო ჩართული. კონკურსამდე გამოფენები ჯერ სკოლებში გაიმართა. საბოლოო კონკურსზე გამარჯვებული ნამუშევრები მოხვდა.
თემატური ნახატების გამოფენა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა" – ფარგლებში მოეწყო. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულ პროგრამას ორგანიზაცია PH International ახორციელებს. სამცხე-ჯავახეთში აღნიშნულ პროგრამის პარტნიორი ა/ო ახალციხის ახალგაზრდული ცენტრია.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023