en
ge

გამჭვირვალობა: „აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის პროკურატურაში დაბარება კითხვებს აჩენს“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ორგანიზაციის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას: „აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის პროკურატურაში დაბარება კითხვებს აჩენს".
„12 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ირაკლი ბარამიძე პროკურატურაში დაიბარეს, რაც პარტიის აჭარის ორგანიზაციამ საბჭოში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა.
...საგამოძიებო ორგანოების მიერ ოპოზიციის წარმომადგენელი დეპუტატის წინააღმდეგ 4 წლის წინანდელ საქმეზე გამოძიების დაწყება და სხვა სავარაუდო დარღვევების ჩადენის შესახებ მინიშნებები ეჭვებს აჩენს ამ პროცესის პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მტკიცედ მიიჩნევს, რომ ყველა კანონდარღვევა სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული, თუმცა ვფიქრობთ, რომ საგამოძიებო ორგანომ უნდა უპასუხოს ყველა შეკითხვას, რაც მათი წარმომადგენლების მიერ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის მიმართ ზეწოლას უკავშირდება. ამ მიზნით, აუცილებელია, შესაძლო ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაუყოვნებლივ დაიწყოს, შედეგები კი საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023