en
ge

საია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენის შესახებ

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის დასახელებას. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ ამ უაღრესად საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენილია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე (1998-1999 წწ).
მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის წინაშე მდგომ გამოწვევებთან გასამკლავებლად და დაწყებული რეფორმების წარმატების განხორციელებისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნას პრინციპული, მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, ვინც შეძლებს სასამართლო სისტემის დაცვას პოლიტიკური თუ სხვა სახის არასათანადო გავლენებისაგან და იბრძოლებს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასამკვიდრებლად. ამ მოთხოვნების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ღირსეული კანდიდატია და სათანადო რეპუტაციით სარგებლობს როგორც პროფესიულ წრეებში, ასევე სამოქალაქო სექტორში...", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)