en
ge

ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტების გამოხმაურება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებულ დისკუსიას ეხმაურება, რომელსაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან.
„...კიდევ ერთხელ გვსურს, გავუსვათ ხაზი იმ გარემოებას, რომ კონკრეტულ სტრუქტურებში გაწევრიანების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია აქვს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოსა და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია, ნებისმიერმა მესამე მხარემ მოახდინოს ზეგავლენა აღნიშნულ პროცესზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, აღკვეთონ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყოველგვარი მცდელობა ჩაერიოს სუვერენული სახელმწიფოს საქმეებში.
რაც შეეხება საჯარო მოხელეთა კომენტარებს სერგეი ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, ასოციაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არ უნდა აჰყვეს რუსეთის მხრიდან მოხშირებული პროვოკაციების მცდელობებს და ზედმიწევნით მიჰყვეს ქართველი ხალხის მიერ არჩეული დასავლური კურსით სვლას. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს სახელმწიფომ უდიდესი პროგრესი განიცადა ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანების კუთხით და იმედს გამოთქვამს, რომ სულ მალე საქართველო გახდება ნატოს სრულფასოვანი წევრი", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023