en
ge

პლატფორმის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის“

თბილისი. 18 მარტს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ოფისში შედგა საზოგადოებრივ ორგანიზაციათა პლატფორმის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისათვის" დამფუძნებელ წევრთა პირველი სამუშაო შეხვედრა. პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს პლატფორმის წესდებაზე, განიხილეს პლატფორმის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები და დასახეს სამომავლო გეგმები. დამფუძნებელი წევრები შეთანხმდნენ, რომ პლატფორმა ღია იქნება ახალი წევრებისათვის, რომლებიც გაიზიარებენ მის მიზანს და მისწრაფებებს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პლატფორმა ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „თანამშრომლობა ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის" ფარგლებში შეიქმნა და მისი მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევის გაერთიანება საჯარო ფინანსების მართვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მისაღწევად.
წყარო: ფონდის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)