en
ge

პეტიცია ფრაქცია ქართული ოცნება–მრეწველების ლიდერების განცხადებებზე

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების ლიდერების მიერ ბოლო დროს გაკეთებულ ანტიდასავლურ განცხადებებზე პეტიციას ავრცელებენ.
„უაღრესი შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს ბოლო დროს საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების" ლიდერების, ბატონ გოგი თოფაძისა და ბატონ ზურაბ ტყემალაძის მიერ გამოთქმულ იმ მოსაზრებებს, რომლებიც უკავშირდება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებას. აღნიშნული ცალსახად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მოსახლეობაში საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის მიმართ ნიჰილისტური განწყობებისა და ანტი-დასავლური დამოკიდებულების ღია და დაუფარავ დამკვიდრების მცდელობად.
... მოვუწოდებთ „ქართული ოცნების" კოალიციურ და პოლიტიკურ საბჭოებს იმსჯელონ და ადეკვატური რეაგირება მოახდინონ "ქართული ოცნების" კოალიციური საბჭოს წევრების განცხადებებზე, რადგან ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსი არის საქართველოს მოსახლეობის მიერ რეფერენდუმზე მხარდაჭერილი არჩევანი, რომლისკენაც მიისწრაფის ჩვენი საზოგადოება. შესაბამისად, "ქართული ოცნების" კოალიციის ზოგიერთი წევრის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ ეს თითქოსდა ბატონების გოგი თოფაძის და ზურაბ ტყემალაძის პირადი მოსაზრებებია, ვერ იქნება გაზიარებული ქართული საზოგადოების იმ უმრავლესობის მიერ, ვინც ჯერ კიდევ წლების წინ დააფიქსირა დასავლური კურსისადმი საკუთარი მხარდაჭერა", ნათქვამია პეტიციაში.
პეტიცია...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023