en
ge

„ჩემი ცხოვრების დღიურები“

აჭარა. 19 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) მიერ გადაღებულ დოკუმენტური ფილმის „ჩემი ცხოვრების დღიურების" ჩვენება გაიმართა. ფილმში ნაჩვენებია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემები. აღნიშნული მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაღებულია პროექტის - „უხილავი ბავშვების" ფარგლებში. პროექტის მიზანი საზოგადოების ინფორმირება და რეალობის ჩვენება, თუ როგორია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ცხოვრება, როგორ იბრძვიან გადარჩენისათვის, როგორ ხდებიან ხშირად შრომით ექსპლოატაციაში იძულებით ჩართულნი. პროექტის ფარგლებში, მეექვსე თვეა რადიო „შოკოლადში" გადის გადაცემა „უხილავი ბავშვები" თავად ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მონაწილეობით.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023