en
ge

CSI–იმ ჩეხური საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ჩაატარა

19 მარტს, პრაღაში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI) ჩაატარა ტრენინგი თემაზე „სისტემური ცვლილება განვითარების სექტორის ინიციატივებისთვის".
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისათვის სისტემის კომპლექსურობის ახსნა, მისი აქტორების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახვა, სისტემური ცვლილების კონცეფციის უკეთ გაცნობა და შემდგომი ინტერვენციების დაგეგმვა. ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა გააცნობიერეს თითოეული აქტორის როლი და გავლენა სისტემური ცვლილების დაგეგმვისას და სისტემური ცვლილებისა და მონაწილეობითი მიდგომების გამოყენების აუცილებლობა მდგრადი განვითარებისთვის.
ტრენინგს ფასილიტაცია გაუწიეს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მონაწილეობითი დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტმა ეველინ შფაიხ-ბერმა და პროექტის კოორდინატორმა, ეკატერინე დანელიამ.
ტრენინგი ორგანიზებული იყო ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფორუმის მიერ (FoRS - Czech Forum for Development Cooperation), DEEP-ის შესაძლებლობების განვითარების პროექტის ფარგლებში. ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფორუმი აერთიანებს 50-ზე მეტ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ განვითარების თანამშრომლობის, გლობალური განათლებისა და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში.
ტრენინგის მონაწილე ორგანიზაციები გლობალური განათლების სფეროს წარმომადგენლები იყვნენ. ტრენინგი ინტერაქტიული იყო, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ და გაეზიარებინათ საკუთარი აზრები და დამოკიდებულებები, თუ როგორ წარმოუდგენიათ სისტემური ცვლილების განხორციელებით გლობალური განათლების სფეროში ცვლილების მოხდენა.
მონაწილეთა უკუკავშირზე დაყრდნობით შესაძლოა ითქვას, რომ ტრენინგი საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა. მონაწილეთა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა ტრენინგის შინაარსი და ფასილიტაციის პროცესი. ამასთან, საყურადღებოა რამდენიმე მათგანის კომენტარები, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
„ტრენინგის შედეგად სისტემური ცვლილების კონცეფცია და პრინციპები ადვილად აღსაქმელი გახდა. ახლა იდეებით სავსე ვარ და მინდა შემდგომი აქტივობებისა თუ პროექტების დაგეგმვისას, სისტემური ცვლილების მიდგომა გამოვიყენო." - პეტრა სკალიცკა, საგანმანათლებლო პროგრამის დირექტორი, Varianty People in Need.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის იყო სისტემური ანალიზი და სხვა აქტორების როლისა და ფუნქციების დანახვა. ასევე იმის გააზრება, თუ როგორი რთულია სისტემური ცვლილების განხორცილება, რადგან ცვლილების მოხდენისას დარწმუნებული უნდა იყო, რომ ეს კონკრეტული ცვლილება სხვა აქტორზე ცუდ გავლენას არ იქონიებს და პირიქით, გააჯანსაღებს მთლიანად სისტემას." - იანა მილეროვა, დირექტორი, ჩეხეთის განვითარების თანამშრომლობის ფორუმი (FoRS).
„აქამდე ჩვენი ძირითადი აქტივობები უშუალოდ ბენეფიციარებზე იყო მიმართული. ე.წ. „თვალის ანალიზისას" სისტემის ფუნქციებისა და წესების შესახებ მეტი ინფორმაცია გავიგე და სხვების როლი უკეთ გავიაზრე. თუმცა კვლავ უამრავი კითხვა მაქვს, რაც ძალიან კარგია, რადგან ნიშნავს რომ ტრენინგი მართლაც საინტერესო იყო." - ვერონიკა უჰლიროვა, პროექტის ასისტენტი (INEX).

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023