en
ge

სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე

თბილისი. 30 ივლისს, 19:00 საათზე, ინგოროყვას 22-ში, ე.წ. ჩეკას სახლთან, შენობასთან სადაც 1921-1934 წლებში საბჭოთა ტერორის მთავარი ცენტრი, ჩეკას შტაბ-ბინა მდებარეობდა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს აღნიშნავს.

წლევანდელი ღონისძიების ფოკუსი იქნება 1924 წლის ანტისაბჭოთა ეროვნული აჯანყება, რომლის 100 წლისთავიც წელს აღინიშნება. ღონისძიებაზე სოვლაბის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები აჯანყების ჩახშობის შემდეგ საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დახვრეტილთა გვარებს წაიკითხავენ. 

სტალინური ტერორის მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღინიშნება 30 ივლისს რადგან 1937 წლის 30 ივლისს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (НКВД) გამოსცა ბრძანება ნომრით 004447, რომელმაც სტალინური რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ტალღას დაუდო სათავე. 

სრულად...

წყარო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023