en
ge

ღია მმართველობის ინდექსი 2015 - საქართველოს მიღწევები და გამოწვევები

ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, 26 მარტს გამოქვეყნდა „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" (World Justice Project) 2015 წლის ღია მმართველობის საერთაშორისო (Open Government Index) ინდექსი. რომლის მიხედვითაც საქართველომ 0.61-იანი შეფასება მიიღო (უმაღლესი 1 ქულიდან). ამ შედეგით, მან აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის პირველი პოზიცია დაიკავა, მსოფლიო მასშტაბით კი 102 ქვეყანას შორის 29-ე გახლავთ ღია მმართველობის თვალსაზრისით. ამ შედეგით საქართველომ გადაუსწრო ისეთ ევროპულ ქვეყნებს, როგორც: სლოვენია, მაკედონია, საბერძნეთი, ხორვატია. უმაღლესი შეფასებები შემდეგმა ქვეყნებმა მიიღეს: შვედეთი, ახალი ზელანდია, ნორვეგია, დანია და ნიდერლანდები.
რეიტინგი შესაბამისი ქვეყნების მოქალაქეთა შეფასებებსა და აღქმებზე არის დაფუძნებული. საქართველოს შემთხვევაში, შედეგები 2014 წელს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 1000 რესპონდენტის მიერ გაცემულ პასუხებს ეყრდნობა. მათ მთავრობის ღიაობა ოთხ ძირითად ფაქტორზე დაყრდნობით შეაფასეს.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023