en
ge

გამჭვირვალობა: „რა ხდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში – მიმოხილვა“

თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გარშემო მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს და პუბლიკაციას აქვეყნებს. „მეტალურგიული ქარხნის დაუფლებისთვის მიმდინარეობს მთელი რიგი შეთანხმებული ქმედებები, რომლებიც არ ტოვებს სამართლიანი იურიდიული დაპირისპირების შთაბეჭდილებას. ამავდროულად, დღეს მიმდინარე პროცესი, ხელოვნური და უსაფუძვლო დავის ინიცირების გზით, დღეს არსებული მენეჯმენტისთვის საწარმოს მართვის შეფერხების მცდელობის საფუძვლიან ეჭვებს აჩენს. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე საქმეებში მრავლად ჩნდება საეჭვო გარემოება, რომელიც პროცესის ყურადღებით დაკვირვებისკენ გვიბიძგებს. ჩვენი აზრით, ასევე იკვეთება გარკვეული ერთმანეთთან დაკავშირებული ჯგუფების (როგორც სასამართლო სისტემაში, ასევე მის გარეთაც) შეთანხმებული ქმედებები, რაც შესაძლოა სასამართლო სისტემის შიგნით, მის გარკვეულ ნაწილში, არსებულ არაჯანსაღ მდგომარეობაზეც მიუთითებდეს”, ნათქვამია პუბლიკაციაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)