en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას

თბილისი. მედიის მხარდამჭერი კოალიციის წევრმა თერთმეტივე არასამთავრობო ორგანიზაციამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს მიმართა, რათა „მის დაქვემდებარებაში მყოფი მარეგულირებელი ორგანო დაინტერესდეს მაგთისატის „არასათანადო, აუდიტორიის შეცდომაში შემყვანი", რეკლამით. რომელიც კომპანიის ოფიციალურ Facebook გვერდზე ვრცელდება როგორც ტექსტური, ისე ვიდეორგოლის სახით", ნათქვამია media.ge-ზე.
რეკლამის მთავარი მესიჯია: „ 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს.”
14 აპრილს გავრცელებულ მიმართვაში, არასამთავრობო ორგანიზაციები განმარტავენ, რომ „ციფრული სიგნალის მიღება, შესაბამისი ტექნიკური პარამეტრების ტელემიმღების არსებობის შემთხვევაში, სპეციალური დეკოდერის გარეშეც არის შესაძლებელი. მაგთისატის სარეკლამო რგოლმა შესაძლოა შეცდომაში შეიყვანოს მაყურებელი."
სრულად...
წყარო: media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023