en
ge

საიამ კვლევის პრეზენტაცია გამართა

თბილისი. 20 ნოემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვლევის – „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში" – პრეზენტაცია გამართა.  კვლევა ეფუძნება საიას, საზოგადოებრივი ორგანიზაციების - კონსტიტუციის 42-ე მუხლის, ახალგაზრდები სამართლიანობისთვის და დამოუკიდებელი ადვოკატების მიერ წარმოებულ 23 საქმის ანალიზს. სამედიცინო კუთხით საქმეების ანალიზის მომზადებისას საიამ მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს ექიმთან ასოციაციასთან.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა და იმ საკანონმდებლო პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც მუდმივმოქმედი კომისიისა და სასამართლოს მუშაობის პრაქტიკაში არის ან შესაძლოა, იყოს მსჯავრდებულთა განცხადებების ეფექტური, დროული,  სრული და ობიექტური განხილვაში ხელისშემშლელ ფაქტორები. 
„ცხადია, რომ არსებული პრობლემური სიტუაცია გამოწვეულია, როგორც ხარვეზიანი საკანონმდებლო ბაზით, ასევე მახინჯი პრაქტიკით. კვლევაში მოყვანილი საქმეები, კანონმდებლობის ანალიზთან და საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შექმნილი მდგომარეობა საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ საკითხის შესწავლასა და შესაბამისი ზომების მიღებას".  – ნათქვამია განცხადებაში
კვლევა დაფინანსბეულია ფონდი „ღია საზოგადოება–საქართველოს" მიერ.
კვლევა „ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების მექანიზმები საქართველოში"
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)