en
ge

თელავში ენერგოეფექტური პროექტები განხორციელდა

კახეთი. თელავში, ენერგოეფექტური პროექტების - ,,განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის'' ფარგლებში, რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 19 აპრილს, აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.
ერთი პროექტი ქალაქის #1 საჯარო სკოლაში უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სკოლის დიზელზე მომუშავე გათბობის სისტემა გადავიდა ბუნებრივი აირის მოხმარებაზე, რაც გაცილებით ეკონომიურია.
სკოლის დირექციის განცხადებით, საგანმანათლებლო დაწესებულება ყოველწლიურად 13 000 ლარამდე თანხას ხარჯავდა საკლასო ოთახების გათბობით უზრუნველყოფაში, ხოლო სამუშაოების ჩატარების შემდეგ სკოლა შეძლებს ყოველწლიურად დაზოგოს 9 000 ლარამდე თანხა და ასევე, შეამციროს ელექტროენერგიის დანახარჯი.
მოხდა საჯარო სკოლის თბოიზოლაცია, შენობის განათების სისტემის შეცვლა LED და ენერგოეფექტური ნათურებით აღჭურვა.
მეორე პროექტი ეხებოდა თელავში, კავკასიონის ქუჩაზე განათების განახლებული სისტემის რეაბილიტაციას.
პროექტები, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სამუშაოები განხორციელდა, დაფინანსებულია ,,BP საქართველოს'' და მისი პარტნიორების მიერ ნავთობისა და გაზის სფეროში, რომელიც ,,ენერგოეფექტურობის ცენტრმა'' განახორციელა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023