en
ge

პანკისის ხეობაში პრობლემებზე ისაუბრეს

კახეთი. პანკისში, ,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) თანამშრომლები ხეობაში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის - ,,კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდისა" და რელიგიური თემის - ფუნდამენტური ისლამის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრას ადგილობრივები ესწრებოდნენ, რომლებმაც ხეობაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.
მათივე თქმით, საუბარი სირიაში ახალგაზრდების წასვლის პროცესს შეეხო. სირიაში ბოლო ორი წლის განმავლობაში, ხეობიდან 50-მდე ახალგაზრდაა წასული.
მათივე განცხადებით, ისინი არ უწყობენ ხელს სირიაში ახალგაზრდების წასვლის პროცესს, არავითარი ფორმით, სახელმწიფო კი არ ახდენს კონკრეტული ორგანიზატორი პირების, ან სირიაში გამგზავრების სქემის იდენტიფიცირებას და მისი უმოქმედობის პირობებში, სირიაში წასვლის წახალისება მათ რელიგიურ თემს დაუსაბუთებლად მიეწერება.
,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენლების თქმით, ორგანიზაცია ამ კუთხით კვლევას და მუშაობას აგრძელებს.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023