en
ge

არასამთავრობოების განცხადება ყოფილი პრემიერის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეკა გიგაურისა და კახა კოჟორიძის მისამართით გამოთქმულ მოსაზრებებს ეხმაურებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
„ყოფილი პრემიერმინისტრი აგრძელებს განცხადებათა სერიას არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. იგი, მართალია, ეკა გიგაურსა და კახა კოჟორიძეს ადანაშაულებს ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობაში, მაგრამ განცხადების სულისკვეთება მთლიანად სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის მტკიცება დაუსაბუთებელია, მან შესაძლოა, წაახალისოს სხვა პირები, განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, გამოიყენონ იგივე რიტორიკა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ და, ამდენად, შეაფერხონ აქტიური სამოქალაქო ჩართულობა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესებში. როგორც ეს უკვე ვნახეთ, ყოფილი პრემიერის მსგავს განცხადებებს ხშირად მოჰყვება ხოლმე დაუსაბუთებელი ბრალდებები პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მხრიდან.
... ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, გარკვეულ მომენტებში, შესაძლოა, დაემთხვეს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მოსაზრებას, ჯერ კიდევ არ ნიშნავს მათ მიკერძოებულობას. ასე რომ იყოს, მოგვიწევდა უარი გვეთქვა იმ კამპანიებსა და ინიციატივებზე, რომლებსაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ვახორციელებდით. ასეთ ინიციატივებს შორის უნდა ვახსენოთ კამპანიის „ეს შენ გეხება" პირველი ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავდა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და კონკურენტუნარიანი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებას. დასანანია, რომ ამის ახსნა გვიწევს.
იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, ყოფილი პრემიერის განცხადებები არ იქნება აღქმული მითითებად და ისინი, კანონისა და დემოკრატიის მოთხოვნების შესაბამისად, იქონიებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსტრუქციულ, შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023