en
ge

ვებპორტალის პრეზენტაცია ახალციხეში

სამცხე-ჯავახეთი. 25 მაისს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საზოგადოებას ვებპორტალი გააცნეს, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ მათივე არჩეული საკრებულოს წევრის მუშაობას დააკვირდნენ და ასევე, შეაფასონ საკრებულოს გადაწყვეტილებები.
ვებპორტალზე Shenmartav.ge–ზე თავმოყრილია საქართველოს პარლამენტის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და ოთხი თვითმმართველი ქალაქის: ახალციხის, ბათუმის, გორისა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობა. მათი მონიტორინგი „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა" ოთხ რეგიონულ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად დაიწყო. ვებპორტალზე ახალციხის საკრებულოს გვერდს „დემოკრატ მესხთა კავშირი" მართავს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისათვის" და პრესის თავისუფლების პროგრამის მხარდაჭერით, რომელსაც აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს მთავრობა.
ვებ პორტალის პრეზენტაცია უკვე გაიმართა ბათუმში, გორსა და რუსთავში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)