en
ge

ტრენინგი „გაძლიერებული ქალები საჯარო ცხოვრებისათვის“

თბილისი. 28 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში გაიმართა ტრენინგი „გაძლიერებული ქალები საჯარო ცხოვრებისათვის". ტრენინგი მიზნად ისახავს ლიდერი ქალების უნარ-ჩვევების გაძლიერებას კომუნიკაციებისა და საჯარო გამოსვლების მიმართულებით და მათი ინფორმირებულობის გაზრდას ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის ეროვნულ და საერთაშრისო მექანიზმების სფეროში. 
ტრენინგში მონაწილეობენ ლიდერი ქალები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პანკისის ხეობიდან, ჟურნალისტები რეგიონებიდან და ახალგაზრდული სათემო ჯგუფების წარმომადგენლები. ტრენინგები იმართება პროექტის - „გაძლიერებული ქალები საჯარო ცხოვრებისათვის” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)