კახეთი. 3 ივნისს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, მშვიდობის და ომის გაშუქების ინსტიტუტის ინიციატივით ჟურნალისტების ტური მოეწყო. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩეჩენი ლტოლვილების პრობლემებზე და პანკისიდან სირიაში საბრძოლველად წასულ ახალგაზრდებზე. „ყველაფერს უმუშევრობის პრობლემაც ემატება, მათი 90% დაუსაქმებელია. აქ არაფერია გასაკეთებელი. ახალგაზრდებს ბევრი თავისუფალი დრო რჩებათ, ინტერნეტით გავრცელებულ მასალას ეცნობიან, მთელი დღე სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ. ვერ ვხედავთ, ვინმე სირიაში საბრძოლველად წასვლის პროპაგანდას ეწეოდეს. არცერთ მეჩეთში არ ეწევიან მაგაზე პროპაგანდას. მიზეზი თვითონ ახალგაზრდებშია, ყოფით საკითხებშია. მათი დაინტერესება არაფრით არ ხდება. ძირითადად, იქ ჰყავთ მათ მისაბაძი ადამიანები, ბავშვები სირიაში მებრძოლებს ბაძავენ", - აცხადებენ ადგილობრივები...
წყარო: www.humanrights.ge