en
ge

საია „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტს“ ეხმიანება

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „საჯარო სამსახურის შესახებ კანონის პროექტთან" დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებები საჯარო სამსახურის ბიუროს წარუდგინა. საია მიესალმება ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში აღებული ვალდებულის შესრულებას და ესოდენ მნიშვნელოვანი სფეროს ახლებურ რეგულირებას.
„საჯარო სამსახურის შესახებ" დღეს მოქმედი კანონი არაერთი ხარვეზის შემცველია და სათანადოდ ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. შესაბამისად, ინიცირებული ცვლილებები შეიძლება ჩაითვალოს დროულ გარდატეხად, რომლის მიმართაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს. ვინაიდან, წარმოდგენილი კანონის პროექტი მთელი რიგი საკითხების პროგრესულ გადაწყვეტას ითვალისწინებს, ინიციატივა პოზიტიურად უნდა შეფასდეს, თუმცა არსებობს გარკვეული დებულებები, რომლებიც დამატებით დახვეწას საჭიროებენ...", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023