en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი მიმართვა

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს სოფელ ორჭოსანთან და წითელუბანი–ხურვალეთის ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევის შესახებ.
„ნათელია, რომ მოსკოვის მხრიდან გრძელდება საქართველოს ტერიტორიების მიტაცება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შიშის ჩანერგვა. ამჯერად საფრთხე მიადგა ისეთ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა ბაქო-სუფსას მილსადენი. უახლოეს მომავალში შეიძლება საფრთხე შეექმნას ელექტროგადამცემ ხაზს ქართლი-2 და, რაც მთავარია, საქართველოს ცენტრალურ საგზაო მაგისტრალს.
მიგვაჩნია, რომ ამ ვითარებაში აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფუნდამენტურად გადაიხედოს რუსეთთან ურთიერთობის სტრატეგია, რის გარეშეც, ვერც ერთი ზომა ვერ იქნება შედეგიანი. ჩვენი სტრატეგიის მთავარი პრინციპი უნდა იყოს რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირება საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით და მონაწილეობით. გთავაზობთ, ზოგიერთი იმ ზომის ჩამონათვალს, რომელიც, ჩვენი აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ მყისიერად უნდა დაუპირისპიროს აღნიშნულ საფრთხეს"...
სრულად...
წყარო: grass.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023