თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სამინისტროებისგან და სახელმწიფო მინისტრის აპარატებისგან თანამდებობის პირების ე.წ „როუმინგულ" მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. „აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ინსტიტუტს განუმარტა, რომ მათ მიერ ვერ ხერხდებოდა კავშირგაბმულობის ხარჯების ჯამური რაოდენობიდან „როუმინგული" ხარჯების გამოყოფა და შესაბამისად, მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მოეწოდებინათ აღნიშნული ინფორმაცია.
სხვა სამინისტროების და სახელმწიფო მინისტრის აპარატებიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით 2014 წელს თანამდებობის პირების მიერ „როუმინგულ" მომსახურებაზე გაწეული ხარჯები სულ შეადგინეს 84 115.9 ლარს, საიდანაც ყველაზე მეტი - 22 527 ლარი დახარჯულია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ"...
წყარო: opendata.ge