en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები ფინანსური გამჭვირვალობის უკეთ წარმოჩენაზე მუშაობენ

კახეთი. 25 ივლისს, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში", აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე თბილისში და საქართველოს რეგიონებში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ფინანსური გამჭვირვალობის თემაზე იმსჯელეს. არსებული გამოწვევების პირობებში, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთიანი სტანდარტების შემუშავება გადაწყვიტეს, რომელიც მათი დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას და მოსახლეობის ინფორმირებას შეუწყობს ხელს.
შეხვედრის ბოლოს შემუშავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფინანსური გამჭვირვალობის დეკლარაციის ტექსტის პროექტი, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო პრინციპებს, ღირებულებებს და ვალდებულებებს. მონაწილეები შეთანხმდნენ, აღნიშნული ინფორმაციის ინტერნეტ სივრცეში განთავსების ყველაზე ეფექტიან გზებზე. ინფორმაციის განთავსება იქნება ნებაყოფლობითი და დეკლარაციის ტექსტის საბოლოოდ ჩამოყალიბებამდე ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას შეეძლება ხელმოწერა.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023