აჭარა. 3-8 აგვისტოს, ჩაქვში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის" ფარგლებში საზაფხულო ბანაკი „კოოპერატივები და სათემო ცენტრები გაძლიერებული თემისთვის" ჩატარდა. საზაფხულო ბანაკში დატვირთული დღეების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე მონაწილეებს ლიტერატურაზე ესაუბრა. "წიგნის გზა" ასე ერქვა სესიას, სადაც მან ისაუბრა ქალის როლზე ლიტერატურაში. ბათუმში, ჯეოსელის მიერ ორგანიზებულ საჯარო ლექციაზე კი ბანაკის მონაწილეები ლევან ბერძენიშვილის ლექციას - "მედეას დაბრუნებას" დაესწრნენ.
წყარო: ginsc.net