en
ge

ინფორმაცია საგრანტო საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

თბილისი. საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს, რომ 12 აგვისტოს წარმომადგენლობითი საგრანტო საკონკურსო კომისია შეიქმნა 21 ივლისს გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. კომისია დაკომპლექტდა შესაბამისი გამოცდილების მქონე აკადემიური სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საგრანტო საკონკურსო კომისია უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სწავლების ცენტრში წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის შეფასებას წინასწარ ობიექტურად განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საგრანტო კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსების ან დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ. საგრანტო კონკურსის პროცესი გამჭვირვალეა. სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს კონკურსის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და კონკურსის შედეგების პროაქტიულ გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.electionreforms.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023