თბილისი. ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს" ე.წ. სოროსის ფონდის მიზნებსა და საქმიანობას საქართველოში ის ინფოგრაფიკა კარგად ასახავს, რომელიც ფონდმა რამდენიმე თვის წინათ გამოაქვეყნა.
„20 წლის მანძილზე ფონდმა 80 000 000 აშშ დოლარზე მეტი მოახმარა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას, განათლებას, ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის დამოუკიდებლობას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვას. ფონდის საქმიანობამ მთელი საქართველოს ტერიტორია მოიცვა, არ დარჩენილა საქართველოს თითქმის არცერთი კუთხე, სადაც ერთი პროექტი მაინც არ განხორციელებულა. როგორც ინფოგრაფიკაზე ჩანს, იგივე შეიძლება ითქვას მხარდაჭერილ სფეროებზეც", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში