en
ge

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ახალ ინიციატივაზე...

თბილისი. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" სამოქალაქო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს. ორგანიზაციის განცხადებით, სახელმწიფომ უნდა შეცვალოს საპოლიციო გამოსახლების მეთოდები და დაუქვემდებაროს ისინი სასამართლო გადაწყვეტილებებს.
„ერთი მხრივ, ახალი რეგულაციები ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს აამაღლებს, მეორე მხრივ კი, მხარეებს შესაძლებლობას მისცემს, სადაო საკითხთან დაკავშირებით, არა ქუჩაში, არამედ სასამართლო დარბაზში წარადგინონ არგუმენტაცია. ამასთან, ყურადღებას იმსახურებს ნამდვილი მესაკუთრისა და ქონების კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივი ინტერესების დაცვის საკითხიც, თუმცა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, შექმნას სამართლიანი გარემო და სადაოდ გამხდარ საკითხთან დაკავშირებით, ყველა მხარეს მისცეს თანაბარი დაცვის შესაძლებლობა", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: barristers.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)