en
ge

საპარლამენტო ღიაობის მსოფლიო კვირეული

თბილისი. 14-15 სექტემბერს, თბილისში გაიმართება „მმართველობა პარტნიორობის (OGP)” საპარლამენტო ღიაობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან: ჩილეს კონგრესი და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. შეხვედრას დაესწრებიან საკანონმდებლო ორგანოების, პარლამენტის აპარატის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც საპარლამენტო ღიაობის და გამჭვირვალობის შესახებ გამოცდილებებს გაუზიარებენ ერთმანეთს და საკანონმდებლო ინფორმაციასა და პროცესზე მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის ახალ გზებს შეიმუშავებენ.
ღონისძიების მასპინძელია საქართველოს პარლამენტი. პარტნიორი ორგანიზაციები არიან ევროკავშირი, გაეროს განვითარების პროგრამა, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
ფორუმის მიზანია, OGP-ის ფარგლებში, ხელი შეუწყოს სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მთავრობას შორის დიალოგის გაძლიერებას. საბოლოოდ, აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, საუკეთესო პრაქტიკისა და წარმატებული ინიციატივების გაზიარებას.
სრულად...
წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023