en
ge

ახალგაზრდა ადვოკატების საკანონმდებლო წინადადება

თბილისი. 15 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „ახალგაზრდა ადვოკატების" საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს. ინიციატივის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის დასაშვები 5 წლიანი ვადა უნდა გაიზარდოს 15 წლის ვადით. ორგანიზაციის შეფასებით, „კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგენილი 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გაიზრდება 15 წლის ვადით. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებსაც უკანონოდ ჩამოართვეს ქონებები, საშუალება ექნებათ მიმართონ სასამართლოს და იბრძოლონ საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით. ვადის გაზრდა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება კანონიერების და სამართლიანობის დადგენის მხრივ, საქმეების განხილვა მოხდება თავიდან, სასამართლოს მიერ და საქმის განხილვის შედეგად მიღებული იქნება ახალი გადაწყვეტილება მათი გამართლების ან გაუმართლებლობის შესახებ", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: barristers.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)