en
ge

„ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ - ანგარიშის პრეზენტაცია

თბილისი. 14 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში პროექტის „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში" ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. პროექტი განხორციელდა ბულგარეთის საელჩოს მხარდაჭერითა და სახალხო დამცველთან პარტნიორობით. კვლევა მიზნად ისახავდა ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობის წარმოჩენას. გეგმიურ და არაგეგმიური ვიზიტები ხორციელდებოდა რუსთავის #5 ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თბილისის #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში და გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში.
„ანგარიშის მიხედვით, საპატიმროში ქალები სრული შემოწმებისას დამამცირებელ პროცედურებს გადიან. მსჯავრდებულ ქალებს საპატიმროდან დროებით გაყვანისას და შემოყვანისას სრულიად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას აიძულებენ. ასევე პრობლემას წარმოადგენს ჰიგიენური საშუალებების არასაკმარისი მიწოდება, ხანგრძლივი პაემნების არარსებობა და არასათანადო მკურნალობა. რაც შეეხება არასრულწლოვანთა დაწესებულებას, აქ გამოვლენილ პრობლემათა შორისაა პრივილგიები არასრულწლოვან პატიმრებს შორის, განმეორებითი დანაშაულის ხშირი შემთხვევები, არასაკმარისი ფსიქოლოგები და სხვა", ნათქვამია ანგარიშში.
სრულად...
წყარო: humanrights.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)