en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან...

 

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურებიან.
„2015 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება გიორგი უგულავას სარჩელზე. განცხადებაზე ხელმომწერ ორგანიზაციებს მიზაშეწონილად მიაჩნიათ გამოეხმაურონ აღნიშნული საქმის ირგვლივ უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. ...საკონსტიტუციო სასამართლოს ირგვლივ ამ დღეებში განვითარებული მოვლენები აზიანებს მართლმსაჯულების ინტერესს და აკნინებს საზოგადოების ნდობას, როგორც ამ ინსტიტუტის ისე კონკრეტული მოსამართლეების მიმართ. საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეპუტაციისთვის არსებითია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტმა გააცნობიეროს მისი მნიშვნელობა და როლი ქვეყნის სამართლებრივი სტაბილურობისთვის. ამასთან, საჭიროა თავად სასამართლომ და ინდივიდუალურმა მოსამართლეებმა უზრუნველყონ სასამართლოს ფუნქციონირება პოლიტიკური და სხვა არასათანადო გავლენებისგან თავისუფალ გარემოში", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge


 



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023