თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეორედ განახორციელეს მიგრანტთა დაბრუნების ერთობლივი ოპერაციის მონიტორინგი.
„მონიტორინგი განხორციელდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულების იმპლემენტაციის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს 35 მოქალაქის დეპორტაციის მონიტორინგს", ნათქვამია სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე.
წყარო: http://www.ombudsman.ge