en
ge

EMC „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ კანონის ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)" სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს. ორგანიზაცია ითხოვს იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში მოსამართლის ნებართვის გარეშე განხორციელდეს:
„ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა, ფარული კინო- და ფოტოგადაღება, სატელევიზიო კამერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება;
აგრეთვე, ელექტრონული თვალთვალი (მათ შორის, სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადება და ჩაწერა, ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხებიდან) კავშირის ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობით. EMC თვლის, რომ აღნიშნული სამართლებრივი რეგულირება ეწინააღმდეგება, პიროვნების თავისუფალი განვითარების, პირადი ცხოვრებისა და სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს (კონსტიტუციის მე-16, მე-20 და 42-ე მუხლები)", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სრულად...
წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023